(ა) საწარმოებს შორის არსებული ყველა შეთანხმება, საწარმოების ასოციაციების გადაწყვეტილებები და შეთანხმებული ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავენ ან რომლებიც გავლენას ახდენენ კონკურენციის პრევენციაზე, შეზღუდვასა და დამახინჯებაზე;

(ბ) ხელშემკვრელ მხარეებს შორის როგორც მთლიან ბაზარზე, ისე მის ძირითად ნაწილზე ერთი ან ერთზე მეტი საწარმოის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება;

(გ) ნებისმიერი სახის საჯარო დახმარება, რომელიც ზოგიერთი საწარმოსთვის ან ენერგორესურსისთვის უპირატესობის მინიჭებით ამახინჯებს კონკურენციას ან ქმნის კონკურენციის დამახინჯების საფრთხეს.

2.  ამ მუხლის საწინააღმდეგო ნებისმიერი პრაქტიკა უნდა შეფასდეს ევროპის თანამეგობრობის დამფუძნებელი ხელშეკრულების 81-ე, 82-ე და 87-ე მუხლების წესების გამოყენებისგან წარმოშობილ კრიტერიუმზე დაყრდნობით (თანდართულია III დანართში