1. მხარეები მიზნად ისახავენ განავითარონ და გააძლიერონ მცირე და საშუალო საწარმოები და მათი გაერთიანებები, აგრეთვე თანამშრომლობა გაერთიანებისა და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს შორის.
2. თანამშრომლობა ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას, განსაკუთრებით შემდეგ სფეროებში:
მცირე და საშუალო საწარმოების სამართლებრივი ბაზის განვითარება;
შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება (მცირე და საშუალო საწარმოებისათვის დამხმარე სააგენტოების შექმნა, კომუნიკაციები, დახმარება მცირე და საშუალო საწარმოების ფონდის შესაქმნელად);
ტექნოლოგიური პარკების განვითარება