მხარები ხელს შეუწყობენ ეკონომიკური რეფორმის პროცესსა და ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინირებას თანამშრომლობით, რათა გაუმჯობესდეს მათი ეკონომიკის საფუძვლების შესწავლა და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ამ მიზნით მხარეები გაცვლიან ინფორმაციას მაკროეკონოიკური სიტუაციისა და პერსპექტივების თაობაზე.
გაერთიანება უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას, იმისათვის რათა:
საქართველოს გაეწიოს დახმარება ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში საექსპორტო რჩევებისა და ტექნიკური დახმარების საშუალებით;
წაახალისოს თანამშრომლობა ეკონომისტებს შორის, რათა უკეთ განხორციელდეს ეკონომიკური პოლიტიკის შექმნისათვის ნოუ-ჰაუს გადაცემა და ფართოდ გავრცელდეს პოლიტიკასთან დაკავშირებული კვლევა