მხარეები შეთანხმდნენ, რომ ყოველი ღონე იხმარონ და ითანამშროლონ, რათა აღკვეთონ მათ ფინანსურ სისტემებში შემოსული კრიმინალური და, კერძოდ, ნარკობიზნესის შედეგად ნაშოვნი ფულის გაკეთილშობილება.
2. თანამშრომლობა ამ სფეროში გუილსხმობს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ დახმარებას, რათა ჩამოყალიბდეს ფულის გაკეთილშობილების საწინააღმდეგო სათანადო ნორმები, რომლებიც შეესაბამება ამ სფეროში გაერთიანებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (Financial Action Task Force-ის ჩათვლით) მიერ მიღებულ ნორმებს