ამ თანამშრომლობას ექნება ტექნიკური დახმარების პროგრამების ფორმა, რომელიც ითვალისწინებს დახმარებას, inter alia, შესაბამისი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შექმნაში და მათ შემდგომ განხორციელებაში; სასამართლოს ფუნქციონირებაში; სამართლის საკიტხებში სახელმწიფოს როლისა და საარჩევნო სისტემის ფუნქციონირებაში. ეს სფერო საჭიროებისამებრ მოიცავს სტაჟირებას. მხარები ხელს შეუწყობენ თავიანთ ეროვნულ, ადგილობრივ და სასამართლო ხელისუფლებებს, პარლამენტარებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კონტაქტებსა და გაცვლას.
კარი 8. თანამშრომლობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისა და არალეგალური იმიგრაციის აღკვეთისა და კონტროლის მიზნი