2. მხარების პოლიტიკა და სხვა ღონისძიებანი ტარდება, რათა ხელი შეუწყონ საქართველოში ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელებას და სავაჭრო და ეკონომიკურ ისტემათა რესტრუქტურიზაციას, რაც სტაბილურობისა და ჰარმონიული სოციალური განვითარების მოთხოვნების შესაბამისად წარიმართება, აგრეთვე სრულიად მოიცავენ ეკოლოგიურ მოთხოვნებს.
3. ამ მიზნებიდან გამომდინარე, თანამშრომლობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ეკონომიკურ და სოციალურ განვითრებას, ადამიანური რესურსებისა და ასევე საწარმოების განვითრების მხარდაჭერას (იგულისხმება პრივატიზაცია, ინვესტიციებისა და ფინანსური სამსახურების განვითარება) , სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკიტხებს, ენერგეტიკის საკითხებს, ტრანსპორტს, ტურიზმს, გარემოს დაცვას, რეგიონულ თანამშრომლობას და ფულად საკითხებს.
4. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამიერკავკასიის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებსა და მეზობელ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარების, რეგიონის ჰარმონიული განვითარების სტიმულირებისათვის გამიზნულ ღონისძიებებს.
5. საჭიროების შემთხვევაში ეკონომიკური და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა ფორმის თანამშრომლობას გაერთიანებამ შეიძლება მხარი დაუჭიროს ტექნიკური დახმარებით, რაც გაერთიანების საბჭოს სათანადო დებულების თანახმად, შეესაბამება დამოუკიდებელი სახელმწიფოების პრიორიტეტებს, რომლებიც განისაზღვრება ევროპის გაერთიანების საქართველოსათვის ტექნიკური დახმარების ინდიკატიური პროგრამით და არსებული კოორდინაციისა და მართვის პროცედურებით
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 45. 1. გაერთიანება და საქართველო დაამყარებენ ფართომასშტაბიან ეკონომიკურ თანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყონ ეკონომიკური რეფორმებისა და აღორძინების პროცესს და საქართველოს ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას. ას
კარი 6 — ეკონომიკური თანამშრომლობა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 39. 1. ამ კარის დებულებების შესაბამისად მინიჭებული უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმიარ გამოიყენება საგადასახადო უპირატესობების მიმართ, რომელთა მინიჭებასაც მხარე უზრუნველყოფს ან მომავალში დააპირებს უზრუნველყოს
- მუხლი 40. მიუხედავად 28-ე მუხლისა, 2, 3 და 4 კარის არცერთი დებულება არ მიანიჭებს:
- მუხლი 41. 1. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ნება დართონ გაერთიანების და საქართველოს რეზიდენტებს განახორციელონ გადახდა თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტის ანგარიშზე, რაც დაკავშირებულია საქონლის, მომსახურების და
- მუხლი 42. 1. მოცემული მუხლის დებულებებისა და მე-2 დანართის დებულებებიდან გამომდინარე, საქართველო გააგრძელებს ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების დაცვის გაუმჯობესებას, რათა შეთანხმების ძალაში შეს
- მუხლი 43. 1. მხარეები ცნობენ, რომ საქართველოსა და გაერთიანებას შორის ეკონომიკურ კავშირურთიერთობათა განმტკიცების მნიშვნელოვანი პირობა არის საართველოს არსებული და მომავალი კანონმდებლობის მიახლოვება გაერთიანების კ
- მუხლი 44. 1. 43-ე მუხლიდან გამომდინარე, გაერთიანება საქართველოს უზრუნველყოფს ტექნიკური დახმარებით კონკურენციის სფეროში კანონმდებლობის ჩამოყალიბებასა და განხორციელებისათვის, განსაკუთრებით შემდეგი მიმართულებებით:
- მუხლი 46. თანამშრომლობა საქონლით ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში
- მუხლი 47. სამრეწველო თანამშრომლობა
- მუხლი 49. ინვესტიციების ხელშეწყობა და დაცვა
- მუხლი 51. თანამშრომლობა სტანდარტებისა და შესაბამისობის სფეროში
- მუხლი 52. სამთო მრეწველობა და ნედლეული
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.“, მუხლი 45. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212956/muxli-45/