მუხლი 35 ამ კარის მიზნებისათვის, შეთანხმებაში არაფერი არ შეზღუდავს მხარეების უფლებებს გამოიყენონ თავიანთი კანონები და ნორმატიული აქტები, რომლებიც უკავშირდება ფიზიკური პირების შესვლასა და დარჩენას, მუშაობას, შრომით პირობებს, დაფუძნებასა და მომსახურებას, და ასეთ შემთხვევაში მხარეები არც გააბათილებენ და არც შეამცირებენ იმ უპირატესობას, რომელიც ამ შეთანხმების სპეციალური დებულების საფუძველზე ნებისმიერ მხარეს ენიჭება. ზემოხსენებული დებულება არ ეწინააღმდეგება 43-ე მუხლის გამოყენებას🔗