2. ამ მუხლის დებულებები არ ეწინააღმდეგება 37-ე მუხლის დებულებებს და 37-ე მუხლით გათვალისწინებულ სიტუაციებში გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ მუხლის დებულებები.
3. პარტნიორობისა და თანამშრომლობის სულისკვეთებიდან გამომდინარე და 43-ე მუხლის დებულებების თანახმად, საქართველოს მთავრობა იმ შემთხვევებში, თუ იგი აპირებს მიიღოს ისეთი ხასიათის ახალი კანონმდებლობა და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი გაერთიანების კომპანიების ფილიალებსა და შვილეულ საწარმოებს შეუქმნის იმაზე უფრო შემზღუდველ რეჟიმს, ვიდრე არსებობდა შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, აცნობებს გაერთიანებას ამ განზრახვას. გაერთიანებამ შეიძლება სთხოვოს საქართველოს გადასცეს ამ კანონებისა და რეგულირებათა პროექტები და მოაწყოს კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით.
4. თუ მიღებულ იქნება ახალი კანონმდებლობა ან კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც შეუქმნიან საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ გაერთიანების კომპანიების ფილიალებსა და შვილობილ საწარმოებს იმაზე უფრო შემზღუდველ რეჟიმს, ვიდრე არსებობდა შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, ეს კანონები, ძალაში შესვლის დღიდან სამი წლის განმავლობაში არ გავრცელდება იმ ფილიალებსა და შვილეულ საწარმოებზე, რომლებიც შესაბამისი კანონის მიღებამდე უკვე არსებობდნენ საქარტველოს ტერიტორიაზე.
თავი 3. გაერთიანებასა და საქართველოს შორის სასაზღვრო მომსახურების უზრუნველყოფ