1, გაერთიანება და მისი წევრი სახელმწიფოები საქართველოს კომპანიების დაფუძნებისათვის, 25-ე (დ) მუხლის თანახმად, თავიანთ ტერიტორიაზე აწესებენ რეჟიმს, რომელიც ნებისმიერი მესამე ქვეყნის კომპანიებისათვის მინიჭებულ რეჯიმზე არანაკლები უპირატესობით ხასიათდება.
2. მე-4 დანართში ჩამოთვლილ შეზღუდვებს არ ეწინააღმდეგება ის, რომ გაერთიანება და მისი წევრი სახელმწიფოები თავიანთ ტერიტორიაზე საქმიანობისატვის საქართველოს კომპანიების შვილეულ საწარმოებს ანიჭებენ გაერთიანების კომპანიებზე არანაკლები უპირატესობის რეჟიმს.
3. გაერთიანება და მისი წევრი სახელმწიფოები თავიანთ ტერიტორიაზე საქმიანობისათვის საქართველოს ფილიალებს ანიჭებენ ნებისმიერი მესამე ქვეყნის კომპანიების ფილიალებზე არანაკლები უპირატესობის რეჟიმს.
4. საქართველო თავის ტერიტორიაზე დაფუძნებისათვის გაერთიანებისა და მისი წევრი სახელმწიფოების კომპანიებს, 25-ე (დ) მუხლის თანახმად, ანიჭებს მისი ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის კომპანიებზე, რომელი მათგანიც უკეთესია, არანაკლები უპირატესობის რეჟიმს, და თავის ტერიტორიაზე საქმიანობისათვის გაერთიანებისა და მისი წევრი სახელმწიფოების კომპანიების შვილეულ საწარმოებსა და ფილიალებს ანიჭებს, შესაბამისად, თავისი ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის კომპანიებსა და ფილიალებზე, რომელი მათგანიც უკეთესია, არანაკლები უპირატესობის რეჟიმს, რაც არ ეწინააღმდეგება მე-5 დანართში ჩამოთვლილ შეზღუდვებს და ითვალისწინებს იქ აღწერილ პირობებს.
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 23
თავი 2 — კომპანიების დაფუძნებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული პირობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 31. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილებების რეგისტრაცია
- მუხლი 56⁷. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება
- მუხლი 28. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციის წესი
- მუხლი 7
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ..
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.“, მუხლი 23. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212956/muxli-23/