ა) „გაერთიანების კომპანია“ ან „საქართველოს კომპანია“ გულისხმობს შესაბამისად წევრი სახელმწიფოს ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაარსებულ კომპანიას, რომელსაც აქვს რეგისტრირებული ოფისი ან ცენტრალური ადმინისტრაცია ან საქმიანობის ძირითადი ადგილსამყოფელი შესაბამისად გაერთიანების ან საქართველოს ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც გაერთიანების ან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაფუძნებულ კომპანიას რეგისტრირებული აქვს მხოლოდ ოფისი შესაბამისად გაერთიანების ან საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანია მიიჩნევა შესაბამისად გაერთიანების ან საქართველოს კომპანიად, თუ მის საქმიანობას აქვს საფუძვლიანი და უწყვეტი ხასიათის კავშირი შესაბამისად გაერთიანების ან საქართველოს ეკონომიკასთან.
ბ) „შვილეული კომპანია“ არის კომპანია, რომელსაც მთავარი კომპანია აკონტროლებს.
გ) „ფილიალი“ ნიშნავს მუდმივი კომერციული საქმიანობის ისეთ ადგილს, რომელიც არ არის იურიდიული პირი, ისეთი როგორიცაა სათავე კომპანიის გაფართოება, აქვს მენეჯმენტი, მატერიალურად უზრუნველყოფილია და შეუძლია აწარმოოს ბიზნესი მესამე მხარესთან იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად საჭიროების შემთხვევაში ამ უკანასკნელის საშუალებისა განახორციელოს სამართლებრივი კავშირი საზღვარგარეთ არსებული სათავე კომპანიის მთავარ ოფისთან, მას შეუძლია სათავე კომპანიასთან პირდაპირი ურთიერთობის გარეშე აწარმოოს ბიზნესი აღნიშნულ კომერციული საქმიანობის ადგილთან.
დ) „დაფუძნება“ ნიშნავს გაერთიანების ან საქართველოს კომპანიების უფლებას ა) პუნქტის თანახმად განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა შვილეული საწარმოების ან ფილიალების საშუალებით შესაბამისად საქართველოსა და გაერთიანებაში.
ე) „ოპერაცია“ ნიშნავს ეკონომიკური საქმიანობის წარმოებას.
ვ) „ეკონომიკური საქმიანობა“ ნიშნავს სამრეველო, კომერციული და პროფესიული ხასიათის საქმიანობას.
საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტზე ინტერმოდალურ ოპერაციებში, რომლებშიც შედის საზღვაო ტვირთზიდვა, წევრი სახელმწიფოების ან საქართველოს მოქალაქეები, შესაბამისად გაერთიანების ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, და ის სანაოსნო კომპანიები, რომლებიც განლაგებული არიან საქართველოს ან გაერთიანების ფარგლებს გარეთ და რომლებსაც, შესაბამისად, წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს მოქალაქეები აკონტროლებენ, ისარგებლებენ ამ თავისა და მე-3 თავის დებულებებით, თუ მათი გემები შესაბამისად რეგისტრირებულია წევრ სახელმწიფოებსა ან საქართველოში მათი შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე