2. ზემოხსენებული კომპანიების (აქ და შემდგომ „ორგანიზაციებად“ წოდებულნი) ძირითდი პერსონალი წარმოადგენს ცესიონარს, ამ მუხლის (გ) პუნქტით კატეგორიებად განსაზღვრულს იმ პირობით, რომ რომ ასეთი ორგანიზაციები არიან იურიდიული პირი, აღნიშნული პერსონალი იყო დაქირავებული ან სარგებლობდა პარტნიორის უფლებით (ძირითდი აქციონერებისგან განსხვავებული), ამგვარ გადაადგილებამდე სულ ცოტა ერთი წლით ადრე.
ა) პირები, რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციაში, უკავიათ მაღალი თანამდებობები და ძირითადად მართავენ ორგანიზაციის მენეჯმენტს, გენერალურ მეთვალყურეობას აკისრებენ ან მიმართავენ დირექტორთა საბჭო, ან ასეთი საქმიანობის აქციონერები ან მათი ეკვივალენტი, ისეთების ჩათლივთ, რომლებიც:
● მართავენ ორგანიზაციას ან დეპარტამენტს, ან ორგანიზაციის ქვესაწარმოს;
● მეთვალყურეობენ და აკონტროლებენ სხვა მეთვალყურეობითი, პროფესიუილ ან მმართველობითი მოსამსახურის მუშაობას;
● აქვთ უფლებამოსილება პირადად იქირავონ და სამსახურიდან გაათავისუფლონ ან გაუწიონ რეკომენდაცია ქირაობის და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ან შეასრულონ სხვა პირადი ქმედებანი;
ბ) პირები, რომლებიც მუშაობენ ორგანიზაციაში, და აქვთ ორგანიზაციის მომსახურების, კვლევისათვის საჭირო მოსწყობილობის, ტექნიკის ან მენეჯმენტისათვის აუცილებელი ცოდნა, ამ ცოდნის შეფასებამ, ორგანიზაციისათვის საჭირო ცოდნის გარდა, შეიძლება გამოავლინოს კვალიფიკაციის მაღალი დონე ისეთ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ ცოდნას, აღიარებულ პროფესიათა ჩათვლით.
გ) „ცესიონარი“ განსაზღვრულია როგორც მოქალაქე, რომელიც მუშაობს ორგანიზაციაში ერთი მხარის ტერიტორიაზე და დროებით გადაადგილებულია მეორე მხარის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის მიზნით; შესაბამის ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საქმიანობის ძირითადი ადგილი ერთი მხარის ტერიტორიაზე და გადაადგილება უნდა მოხდეს იმ ფილიალში ან შვილეულ კომპანიაში, რომელიც ფაქტობრივად აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას მეორე მხარის ტერიტორიაზე
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
მუხლი 28. 1. ამ კარის 1-ლი თავის დებულების მიუხედავად, შესაბამისად გაერთიანების ან საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული კომპანია საქართველოს ან გაერთიანების ტერიტორიაზე, შესაბამისად, უფლებამოსილია სამუშაოზე აიყვ
თავი 2 — კომპანიების დაფუძნებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული პირობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. ბირთვული მასალით ვაჭრობა წარიმართება ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების დებულებათა შესაბამისად. აუცილებლობის შემთხვევაში ბირთვული მასალით ვაჭრობა იქნება ევროპის ატომური ე
- მუხლი 20. 1. წევრ სახელმწიფოებში არსებული კანონების, პირობებისა და წესების მიხედვით გაერთიანება და მისი წევრი ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ თითოეული წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონის შესაბამისად მომუშავე საქა
- მუხლი 23. 1, გაერთიანება და მისი წევრი სახელმწიფოები საქართველოს კომპანიების დაფუძნებისათვის, 25-ე (დ) მუხლის თანახმად, თავიანთ ტერიტორიაზე აწესებენ რეჟიმს, რომელიც ნებისმიერი მესამე ქვეყნის კომპანიებისათვის მი
- მუხლი 24. 1. 23-ე მუხლის დებულებები არ ეწინააღმდეგება მე-100 მუხლს და არ შეეხება საჰაერო ტრანსპორტს, შიდა წყალსანაოსნო ტრანსპორტს და საზღვაო ტრანსპორტს
- მუხლი 25. წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:
- მუხლი 26. 1. შეთანხმების სხვა დებულების მიუხედავად, მხარეს არ აეკრძალება მიიღოს კეთილგონიერებით ნაკარნახევი შესაბამისი ზომები, მათ შორის ინვესტორების, დეპოზიტარების, სადაზღვევო პოლისის მფლობელების ან იმ პირების
- მუხლი 29. 1. მხარეები მაქსიმალურად ეცდებიან არ მიმართონ იმაზე უფრო მკაცრ ზომებსა და ქმედებას (აღნიშნული ღონისძიებები ეხება ერთმანეთის კომპანიების დაფუძნებასა და მოქმედებას), რომლებიც მიღებული იყო შეთანხმების ხე
- მუხლი 30. 1. ამ თავის დებულებების თანახმად, მხარეები მიიღებენ აუცილებელ ზომებს, რათა გაერთიანებისა და საქართველოს კომპანიებმა უზრუნველყონ პროგრესირებადი სერვისი იმ პირისათვის, რომელიც არ მიეკუთვნება კომპანიის დ
- მუხლი 32. 1. მხარეები თანამშრომლობენ კომერციულ საფუძველზე საერთაშორისო სანაოსნო ბაზრისა და ტრანსპორტის ბაზარზე შეუზღუდავი შეღწევის პრინციპით:
- მუხლი 33. მხარეებს შორის კომერციული საჭიროებისათვის ტრანსპორტის კოორდინირებული განვითარების უზრუნველყოფა, ერთმანეთის ბაზარზე შეღწევისა და სატრანსპორტო სექტორში სერვისის უზრუნველყოფის პირობები საგზაო, სარკინიგზო
- მუხლი 35. ამ კარის მიზნებისათვის, შეთანხმებაში არაფერი არ შეზღუდავს მხარეების უფლებებს გამოიყენონ თავიანთი კანონები და ნორმატიული აქტები, რომლებიც უკავშირდება ფიზიკური პირების შესვლასა და დარჩენას, მუშაობას, შრ
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.“, მუხლი 28. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1212956/muxli-28/