ა) ზემოხსენებული დებულება არ ზღუდავს ხომალდების მიმოსვლის ნორმების შესახებ გაეროს სარეისო კონფერენციიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს, თუ ისინი ეხება ნებისმიერ მონაწილე მხარეს. არასაკონფერენციო რეისებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კონფერენციასთან კონკურენციაში, სანამ ისინი ასრულებენ კომერციულ საფუძველზე დამყარებულ სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;
ბ) მესამე ქვეყნებთან ორმხრივ ხელშეკრულებაში არ შეიტანენ ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებულ პუნქტებს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც შეთანხმების მონაწილე ერთ-ერთი მხარის სარეისო-სანაოსნო კომპანიებს არ ექნებათ მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ვაჭრობისათვის კურსირების ეფექტური შესაძლებლობა;
გ) მომავალ ორმხრივ შეთანხმებებში აკრალავენ ტვირთის განაწილების შეთანხმებებს მშრალი და თხევადი ტვირთით ვაჭრობასთან დაკავშირებით;
დ) ამ შეთანხმებისა ძალაში შესვლის შემდეგ მხარეები აკრძალავენ ყოველგვარ ცალმხრივ ზომებს, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და სხვა წინააღმდეგობებს, რომლებმაც შეიძლება შემზღუდველი ან დისკრიმინაციული გავლენა იქონიონ საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტზე მომსახურების თავისუფალი უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
3. ყოველი მხარე მიანიჭებს inter allia მეორე მხარის დროშით მცურავ გემებს იმაზე არანაკლები ხელშეწყობის რეჟიმს, ვიდრე მინიჭებული აქვთ მისი მოქალაქეებისა და კომპანიების კუთვნილ გემებს, რათა შევიდნენ საერთაშორისო ვაჭრობისათვის ღია ნავსადგურებში, ისარგებლონ ინფრასტრუქტურითა და ნავსადგურების დამხმარე სერვისით; ეს რეჟიმი ვრცელდება აგრეთვე შესაბამის გადასახადებსა და ვალდებულებებზე. საბაჟოზე, ხომალდის გაჩერების ადგილსა და ჩატვირტვა-გადმოტვირთვის საშუალებებზე.
4. გაერთიანების მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებას, შეუძლიათ უზრუნველყონ საერტაშორისო საზღვაო-სამდინარო მომსახურება საქართველოს შიდა წყლებში და vice versa