1. ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განხორციელების მიზნით პუნქტი შეიძლება ფუნქციონირებდეს მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით.

2. ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განსახორციელებლად პუნქტის რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირი პარტნიორთა/აქციონერთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №1).  დოკუმენტების ჩაბარების თარიღად ითვლება ეროვნული ბანკის მიერ განცხადებაზე მითითებული თარიღი.

3. განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, დამატებით, ასევე, რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი;

ბ) პარტნიორთა/აქციონერთა გადაწყვეტილება უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის განხორციელების მიზნით პუნქტის რეგისტრაციის თაობაზე;

გ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც საქმიანობას განახორციელებს პუნქტი;

დ) ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონული მისამართი) იმ ვებგვერდის შესახებ, რომელიც გამოყენებულ იქნება ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განსახორციელებლად, ასევე, დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ვებგვერდის საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე)  ინფორმაცია იმ მობილური აპლიკაციის (ასეთის  არსებობის  შემთხვევაში) შესახებ (მათ შორის, მობილური აპლიკაციის დასახელება, მისი განთავსების ადგილი, მობილური აპლიკაციის მწარმოებლის დასახელება და მწარმოებლის ვებგვერდის მისამართი), რომელიც გამოყენებულ იქნება ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განსახორციელებლად;

ვ) ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხავად პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება;

ზ) მეწარმე სუბიექტის ორგანიზაციული სტრუქტურა და შინაგანაწესი;

თ) კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი;

ი) ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეწარმე სუბიექტის აქციები ან წილი არ არის დაგირავებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად;

კ) დაინტერესებული პირის ცნობა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ;

ლ) რეგისტრაციის მომენტისთვის არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია (ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი);

მ) ბიზნესგეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს ბიზნესსტრატეგიას, სულ მცირე 3 (სამ) წელზე გათვლილ საბიუჯეტო გეგმასა და ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზს, ასევე, საინფორმაციო ტექნოლოგიების საწყის ეტაპზე დასანერგ მინიმუმსა და მომდევნო საოპერაციო პერიოდში დანერგვის გეგმას;

ნ) „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ო) ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დაინტერესებულ პირს მოზიდული აქვს ფულადი სახსრები მხოლოდ კომპანიის უშუალო მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან, ბენეფიციარი მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან ან/და ფინანსური ინსტიტუტებიდან (დანართი №4);

პ) კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების, მათი საინფორმაციო სისტემებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის თვითშეფასება;

ჟ) ქსელში ჩართული სისტემების შეღწევადობის ტესტირების ანგარიში თანმხლები სამოქმედო გეგმით.

4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა/ბენეფიციარ მესაკუთრეთა შესახებ შემდეგი დოკუმენტები:

ა) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა/ბენეფიციარ მესაკუთრეთა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სარეგისტრაციო დოკუმენტები);

ბ) პუნქტის მფლობელობის სტრუქტურა – ინფორმაცია მფლობელობის ყველა დონის შესახებ, როგორც უშუალო, ისე შუალედური და მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრეების ჩათვლით;

გ) ცნობა მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა/ბენეფიციარ მესაკუთრეთა ნასამართლობის/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ;

დ) ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური მდგომარეობის, შემოსავლის წყაროსა და ამ შემოსავლების წარმომავლობის შესახებ.

5. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს ადმინისტრატორთა შესახებ შემდეგი დოკუმენტები:

ა) საიდენტიფიკაციო  დოკუმენტები (პირადობის  მოწმობის ან პასპორტის ასლი), ხოლო დირექტორებისთვის ასევე ინფორმაცია მოქალაქეობის და საქართველოს რეზიდენტობის შესახებ; ეს უკანასკნელი ინფორმაცია დამატებით, ყოველწლიურად უნდა წარედგინოს ეროვნულ ბანკს არაუგვიანეს 15 ივნისისა;

ბ) პარტნიორთა/აქციონერთა კრების ოქმი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმი დირექტორის/დირექტორთა დანიშვნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) ინფორმაცია კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ. ამასთან,  დირექტორს უნდა ჰქონდეს საფინანსო სექტორში მუშაობის სულ მცირე 4-წლიანი გამოცდილება, აქედან ხელმძღვანელ პოზიციაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან მოადგილე) მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება, ხოლო ორგანიზაციის სხვა ადმინისტრატორების პროფესიული გამოცდილება და უნარების ერთობლიობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზაციის საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას;

ზ) ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ;

თ) ორი სარეკომენდაციო წერილი გაცემული იმ პირთა მიერ, რომლებთანაც მუშაობდა პირი (მათგან ერთი მაინც ბოლო სამუშაო ადგილიდან);

ი) ცნობა ნასამართლობის შესახებ.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რეგისტრაციის მიზნებისთვის დამატებით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, კონფიდენციალური