1. ეროვნული ბანკი განცხადების მიღებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას პუნქტის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

2. რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება პუნქტის საფირმო სახელწოდება, ასევე, მარკეტინგული სახელწოდება, (ასეთის არსებობის შემთხვევაში),  ნებადართული საქმიანობის სახე (ნაღდი ფორმით, ელექტრონული აპარატის მეშვეობით ან/და უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის განხორციელება) მისამართი, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.

3. თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს 30 (ოცდაათ) კალენდარულ დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია,  უარი განაცხადოს პუნქტის რეგისტრაციაზე, თუ:

ა) დაინტერესებული პირი, მისი ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორი/აქციონერი/ბენეფიციარი მესაკუთრე ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ გაშვებულია ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა;

გ) არ არის გადახდილი პუნქტის რეგისტრაციის მოთხოვნამდე ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ჯარიმა;

დ) ეროვნულ ბანკს განცხადებით მიმართავს იმ პუნქტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია და მისი გაუქმებიდან არ გასულა 2 (ორი) წელი ან ძალაშია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ე) აღნიშნული პირის რეგისტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციის სავალდებულო გადაწყვეტილებით ან/და რეკომენდაციით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა ან/და შეუსრულებლობა ან/და საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების დარღვევა;

ვ) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით დაინტერესებული პირი, მისი  ადმინისტრატორი/დირექტორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორი/აქციონერი/ბენეფიციარი მესაკუთრე არღვევს სამეწარმეო ან/და საფინანსო კანონმდებლობას ან/და ახორციელებს ისეთ სამეწარმეო პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, დაინტერესებული პირის მიერ პუნქტად რეგისტრაციაზე უარის განცხადების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება დაინტერესებულ პირს.

6. პუნქტი ვალდებულია ადმინისტრატორის დანიშვნამდე, თანხმობის მისაღებად ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების ან/და მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ხოლო მნიშვნელოვანი წილის შეძენით დაინტერესებულმა პირმა, ეროვნულ ბანკს თანხმობის მისაღებად უნდა წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების ან/და მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. განაცხადს ეროვნული ბანკი განიხილავს მისი წარდგენიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში და პუნქტს თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება.

7. მისამართის ცვლილების შემთხვევაში პუნქტი, რომელიც ახორციელებს ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლას, ვალდებულია წარადგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და დააკმაყოფილოს ამავე წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები, ხოლო პუნქტი, რომელიც ახორციელებს ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლას, ვალდებულია წარადგინოს ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

8. რეგისტრირებულ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, პუნქტი ვალდებულია წერილობითი ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნულ ბანკს ცვლილების განხორციელებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ეროვნული ბანკი ახორციელებს ცვლილებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტშ