1. პუნქტმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს  ანგარიშგება, საქართველოს ეროვნული ბანკის NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით საანგარიშგებო თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში „NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 აპრილის №69/04 ბრძანებით განსაზღვრული წესით.

2. პუნქტი, რომელიც აწარმოებს ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის ოპერაციებს ვალდებულია, ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივნისამდე საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.

3. პუნქტი პასუხისმგებელია ანგარიშგების უტყუარობაზე, ასევე ინფორმაციის და ანგარიშგების სრულად წარდგენაზე.

4. ამ წესის მიზნებისთვის, ანგარიშგება ნიშნავს ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე პუნქტისა და მისი ფილიალის/ფილიალების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნაერთ ანგარიშგებას.

5. ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განმახორციელებელმა პუნქტებმა ანგარიშგება უნდა წარადგინონ ამ წესის დანართი №10-ის შესაბამისად, ხოლო ვალუტის უნაღდო ან ერთდროულად ნაღდი და უნაღდო ფორმით გადაცვლის განმახორციელებელმა პუნქტებმა – ამ წესის დანართი №11-ის შესაბამისა