1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, პუნქტს გაუუქმოს რეგისტრაცია, თუ:

ა) პუნქტი წერილობითი განცხადებით მიმართავს ეროვნული ბანკს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე;

ბ) პუნქტის მფლობელი ფიზიკური პირი (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში) გარდაიცვალა ან სასამართლოს მიერ გამოცხადდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან მხარდაჭერის მიმღებად;

გ) განხორციელდა იურიდიული პირის ლიკვიდაცია ან ინდივიდუალურ მეწარმეს გაუუქმდა რეგისტრაცია;

დ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე;

ე) დადგინდა, რომ განცხადება შევსებულია ყალბი მონაცემების საფუძველზე;

ვ) დადგინდა, რომ პუნქტმა ეროვნულ ბანკს არ შეატყობინა განცხადებაში შეტანილი მონაცემების ცვლილების თაობაზე;

ზ) დარღვეულია ამ წესის მე-3, მე-4 ან/და მე-9 მუხლებით განსაზღვრული რეგისტრაციის პირობები;

თ) დადგინდა, რომ პუნქტმა ეროვნულ ბანკს არ შეატყობინა ფილიალის გახსნის თაობაზე;

ი) პუნქტმა ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად მივლინებული ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ დაუშვა შემოწმებაზე;

კ) ეროვნული ბანკის შემმოწმებელს პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი არ დახვდა რეგისტრირებულ მისამართზე ან პუნქტი არ მოიძებნა რეგისტრირებულ მისამართზე;

ლ) არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

მ) რეგისტრაციიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში არ განახორციელა ან 3 (სამი) თვის განმავლობაში შეწყვიტა პუნქტის საქმიანობა;

ნ) დადგინდა, რომ პუნქტი ეროვნულ ბანკის თანხმობის გარეშე ახორციელებს ამ წესით გათვალისწინებულ საქმიანობას;

ო) პუნქტის მიერ ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა სამეწარმეო საქმიანობა;

პ) დარღვეულია ამ წესის მე-6 მუხლის მოთხოვნები;

ჟ) დარღვეულია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნები;

რ) დარღვეულია ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, პირს უარი უთხრას პუნქტის რეგისტრაციის გაუქმებაზე:

ა) თუ პუნქტის მიერ არ არის გადახდილი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული ფულადი ჯარიმა;

ბ) რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნამდე ან მოთხოვნის მომენტისთვის მიმდინარეობდა პუნქტის/ფილიალის ეროვნული ბანკის მიერ შემოწმება ან/და პუნქტს არ ჩაბარებია შემოწმების აქტი და შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დადგომის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაუგზავნოს წერილობითი მითითება პუნქტის მფლობელ მეწარმე სუბიექტს შემოწმების უზრუნველყოფის მოთხოვნით, ხოლო ამ წერილობითი მითითების 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში უუქმებს მას რეგისტრაციას. ამასთან, წერილობითი მითითების ფოსტით დაბრუნების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, არ დაიცვას ზემოაღნიშნული 30-დღიანი ვადა და გააუქმოს პუნქტის რეგისტრაცია.

4. პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც უნდა მიეთითოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველ