1. პუნქტი ვალდებულია დაიცვას კაპიტალთან დაკავშირებული შემდეგი მოთხოვნები:
ა) საწყისი განაღდებული კაპიტალი უნდა შეადგენდეს 500 000 (ხუთასი ათას) ლარს, რომელიც ფულადი ფორმით ფორმირდება;
ბ) ყოველ საანგარიშგებო პერიოდში კაპიტალის მოცულობა უნდა შეადგენდეს 500 000 (ხუთასი ათას) ლარსა და წინა თვის საანგარიშგებო პერიოდის აქტივების 15%-ს შორის უდიდესს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის კაპიტალი განისაზღვრება, როგორც სხვაობა აქტივებსა და ვალდებულებებს შორის, სადაც კაპიტალიც და აქტივებიც დაიქვითება არამატერიალური აქტივებისა და აქტივების გადაფასების დადებითი რეზერვის ღირებულებით.
3. თვის საშუალო ლიკვიდობის მოთხოვნა განისაზღვრება, როგორც ყოველდღიური ფულადი სახსრების საშუალო მაჩვენებლის თანაფარდობა წინა თვის საშუალო დღიურ ბრუნვასთან, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 40%-ს. ამ წესის მიზნებისთვის ბრუნვა განისაზღვრება, როგორც პუნქტის მიერ გაყიდული ვალუტის ჯამური მოცულობა.
4. პუნქტი ვალდებულია, დაიცვას ლიკვიდობის მოთხოვნები ლარში და ჯამურად უცხოურ ვალუტაში.
პუნქტის რეგისტრაცია, რეგისტრაციის გაუქმება, შემოწმე