1. პუნქტი, რომელიც ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებულია ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია ხელახალი რეგისტრაციის გარეშე, ეროვნული ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, განახორციელოს ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან/და განახორციელოს ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლა ელექტრონული აპარატების მეშვეობით, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

2. პუნქტი, რომელიც ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებულია ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია ხელახალი რეგისტრაციის გარეშე, ეროვნული ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, განახორციელოს ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლა, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან/და განახორციელოს ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლა ელექტრონული აპარატების მეშვეობით, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

3. პუნქტი, რომელიც ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად ეროვნულ ბანკში უკვე რეგისტრირებულია ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილია ხელახალი რეგისტრაციის გარეშე, ეროვნული ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, განახორციელოს ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლა, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან/და ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

4. ამ წესის შესაბამისად რეგისტრირებული პუნქტი ნაღდი ფორმით ვალუტის გადაცვლის/უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლის/ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკს მიმართავს შესაბამისი განცხადებით (დანართები №7, №8 და №9) და წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას.

5. ეროვნული ბანკი განცხადების მიღებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე და შესაბამისი ცვლილება შეაქვს პუნქტის რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

6. თუ პუნქტი ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს შესაბამისი საქმიანობის უფლების მიღებაზე, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება პუნქტ