1. პუნქტი ვალდებულია ყოველთვიურად წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საოპერაციო რისკების მოვლენებისა და დანაკარგების შესახებ ანგარიშგება.

2. პუნქტი ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან მომდევნო წლის 15 ივნისამდე წარუდგინოს ეროვნულ ბანკს ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებები/ანგარიშები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეფასებები/ანგარიშები ეროვნულ ბანკს წარედგინება NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის საშუალებით, „NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 აპრილის №69/04 ბრძანებით განსაზღვრული წესით.

თავი VI

გარდამავალი დებულებე