1. პუნქტი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ერთზე მეტი საქმიანობა, უფლებამოსილია მოითხოვოს ერთ-ერთი საქმიანობის უფლების გაუქმება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ეროვნულ ბანკს მიმართავს წერილობითი განცხადებით.
3. პუნქტის საქმიანობის უფლების გაუქმების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეროვნულ ბანკს შესაბამისი ცვლილება შეაქვს პუნქტის რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება პუნქტს.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პუნქტს, რომელსაც მინიჭებული აქვს ერთზე მეტი საქმიანობის განხორციელების უფლება, გაუუქმოს შესაბამისი საქმიანობის უფლება, თუ:
ა) პუნქტმა საქმიანობის უფლების მიღებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში არ განახორციელა შესაბამისი საქმიანობა ან 3 (სამი) თვის განმავლობაში შეწყვიტა შესაბამისი საქმიანობა;
ბ) პუნქტის მიერ დარღვეულია შესაბამისად ამ წესის მე-3, მე-4 ან მე-9 მუხლებით განსაზღვრული რეგისტრაციის განხორციელების პირობები;
გ) დარღვეულია ამ წესის მე-6 მუხლის მოთხოვნები;
დ) დარღვეულია ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნები;
ე) დარღვეულია ამ წესის მე-10 მუხლით დადგენილი მოთხოვნები;
ვ) პუნქტი არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს შესაბამისი ცვლილება შეაქვს პუნქტის რეგისტრაციის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება პუნქტ