1. პუნქტმა უნდა უზრუნველყოს:

ა) გადაცვლის დაწყებამდე ელექტრონული აპარატის ეკრანზე ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოტანა;

ბ) გადაცვლის განხორციელებამდე ეკრანზე შემდეგი ინფორმაციის მსხვილი (მინიმუმ 28) შრიფტით გამოტანა:

ბ.ა) „ვიყენებთ საკომისიოს – Conversion fee applies“ – საკომისიოს ოდენობის მითითებით პროცენტულად ან თანხობრივად (არსებობის შემთხვევაში);

ბ.ბ) „ვიყენებთ საყურადღებო კურსს – We are using notable exchange rate“ – პროცენტული სხვაობის მითითებით (არსებობის შემთხვევაში);

ბ.გ) „ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 3 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში!  – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt, if the transaction volume does not exceed 3 000 GEL or its equivalent in foreign currency!”;

ბ.დ) ეკრანზე თანხის დაბრუნების შესახებ ინსტრუქციის გამოტანა;

გ) ელექტრონული აპარატის ეკრანზე განთავსებული გადაცვლის კურსების ამსახველი ინფორმაცია, ერთნაირი შრიფტით, ზომითა და განათებით უნდა იყოს ასახული. ამასთანავე, ელექტრონული აპარატის ეკრანზე განთავსებული გადაცვლის კურსების ამსახველი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგს:

გ.ა) ვალუტის დასახელება;

გ.ბ) ვალუტის ყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარცხნივ);

გ.გ) ვალუტის გაყიდვის კურსი მეასედის სიზუსტით (მარჯვნივ);

გ.დ) მომხმარებელთა საყურადღებოდ: საკომისიოს ოდენობა და საყურადღებო კურსი (არსებობის შემთხვევაში).

2. ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელების დროს სპეციალური პროგრამული საშუალებით წარმოებულ ციფრულ მონაცემთა ბაზაში პუნქტმა უნდა ასახოს მის მიერ განხორციელებული თითოეული ოპერაცია, ამ წესით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ციფრულ მონაცემთა ბაზაში განხორციელებული თითოეული ოპერაცია იმგვარად უნდა იყოს ასახული, რომ შესაძლებელი იყოს ეროვნული ბანკისთვის მათი ოპერატიულად წარდგენა.

3. ელექტრონულმა აპარატმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული აპარატის მეშვეობით გაწეული მომსახურების ქვითრის კლიენტისთვის ამობეჭდვა, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ელექტრონული აპარატის მფლობელი პირის დასახელება და მისამართი;

ბ) ქვითრის №;

გ) შემოსული და გასული ვალუტის დასახელება და თანხის ოდენობა;

დ) გადაცვლის კურსი;

ე) კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები: კლიენტის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანო და გაცემის თარიღი;

ვ) ტრანზაქციის განხორციელების დრო (წამი, წუთი, საათი) და თარიღი;

ზ) ტრანზაქციის გაუქმება და თანხის დაბრუნება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 3 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled and the amount returned within 30 minutes after receiving of the receipt if the transaction volume does not exceed 3 000 GEL or its equivalent in foreign currency!.

4. ელექტრონული აპარატებით განხორციელებული ვალუტის გადაცვლის დროს ციფრულ მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ასახვა უნდა განხორციელდეს როგორც კონსოლიდირებული/ცენტრალიზებული ფორმით, ასევე განცალკევებულად თითოეული ელექტრონული აპარატის მიხედვით.

5. პუნქტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის განხორციელების შემდგომ საეჭვო ფულის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შედგეს ცნობა (დანართი №3) ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება ელექტრონული აპარატის მფლობელთან, ხოლო მეორე, ფულის ნიშანთან ერთად ეგზავნება ეროვნულ ბანკს შემდგომი რეაგირებისთვის. აღნიშნულ შემთხვევაში არ არის სავალდებულო კლიენტის შესახებ მონაცემების ცნობაში დაფიქსირება. ეროვნული ბანკი ექსპერტიზის შედეგებს 15 (თხუთმეტი) სამუშაო  დღის განმავლობაში ატყობინებს ელექტრონული აპარატის მფლობელს. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ელექტრონული აპარატის მფლობელი ვალდებულია, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს შესაბამისი ელექტრონული აპარატის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის და სპეციალური პროგრამული საშუალების ჩანაწერები. ყალბი ან გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი არ ანაზღაურდება და რჩება ეროვნულ ბანკში.

6. იმ შემთხვევაში, თუ გადაცვლის განხორციელების დროს შეუძლებელია ამ მუხლით დადგენილი ქვითრის დაბეჭდვა, დაუშვებელია გადაცვლის განხორციელება.

7. პუნქტმა რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ფორმა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი წესის შესაბამისა