1. ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განხორციელების მიზნით პუნქტი შეიძლება ფუნქციონირებდეს ინდივიდუალური მეწარმის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით.

2. ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განსახორციელებლად პუნქტის რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებული პირი წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №1).  დოკუმენტების ჩაბარების თარიღად ითვლება ეროვნული ბანკის მიერ განცხადებაზე მითითებული თარიღი.

3. განცხადებას უნდა ერთოდეს:

ა) დაინტერესებული პირის, ადმინისტრატორთა, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა/ბენეფიციარ მესაკუთრეთა საიდენტიფიკაციო დოკუმენტები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სარეგისტრაციო დოკუმენტები);

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, დამატებით, ასევე, რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი;

გ) დაინტერესებული პირის, ადმინისტრატორის, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი  აქციონერის/პარტნიორის/ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის/ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობა;

დ) ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხავად, სპეციალურ პროგრამულ უზრუნ ველყოფასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურთან დაცვის საგანგაშო ღილაკის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, საგანგაშო ღილაკის დამონტაჟების შეუძლებლობის შემთხვევაში – შესაბამისი ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან;

ვ) გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების აქტი;

ზ) „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) პუნქტის/ფილიალის საოპერაციო ფართის აზომვითი ნახაზი;

ი) პუნქტის/ფილიალის საოპერაციო ფართის ინტერიერისა და ექსტერიერის ამსახველი ფოტომასალა.

4. საოპერაციო ფართი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა იყოს არანაკლებ 4 (ოთხი) კვადრატული მეტრისა;

ბ) უნდა იყოს იზოლირებული სხვა ობიექტებისგან და მომხმარებლებისგან;

გ) უნდა ჰქონდეს სხვა ობიექტებისგან დამოუკიდებელი შესასვლელი კარი, იმგვარად, რომ არ იყოს შესაძლებელი პუნქტთან/ფილიალთან მოხვედრა სხვა ობიექტის გავლით. გამონაკლისს წარმოადგენს სავაჭრო ცენტრები (საერთო ადმინისტრაციის მქონე შენობაში განთავსებული კომპლექსი, იზოლირებულ ფართზე განლაგებული, ინდივიდუალური შესასვლელის მქონე სავაჭრო ობიექტი, რომელშიც საქმიანობას ახორციელებენ მეწარმე სუბიექტები), სასტუმროები, სამორინეები, აეროპორტები, რკინიგზის სადგურები, ავტოსადგურები და სხვა მსგავსი ობიექტები).

5. პუნქტი/ფილიალი აღჭურვილი უნდა იყოს ყალბი ფულის ამომცნობი საშუალებით, კომპიუტერით – სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, საბეჭდი და ასლგადამღები საშუალებებით.

6. მეწარმე სუბიექტი, რომელიც ახორციელებს სასტუმროს საქმიანობას, უფლებამოსილია, პუნქტის რეგისტრაციის გარეშე სასტუმროს ტერიტორიაზე განახორციელოს ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლა, თუ სასტუმროს მომსახურებისთვის გადასახდელი თანხის გადაცვლის თითოეული ოპერაცია ერთ პირზე დღიურად არ აღემატება 2 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში). თუ თანხის გადაცვლის ერთ-ერთი ოპერაცია აღემატება 2 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), სასტუმროს მფლობელი ვალდებულია განახორციელოს პუნქტის რეგისტრაცია, რეგისტრაციისთვის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რეგისტრაციის მიზნებისთვის დამატებით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, კონფიდენციალური