1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების  წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ასევე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალის (შემდგომში – ფილიალი) საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მათი საქმიანობის რეგულირების საკითხებს.

2. მეწარმე სუბიექტი, რომელსაც აქვს ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის უფლება, უფლებამოსილია, განახორციელოს მხოლოდ ვალუტის გადაცვლის ოპერაციები, როგორც საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ეროვნულ ბანკში ვალუტის გადამცვლელ პუნქტად (შემდგომში – პუნქტი) რეგისტრაციის შემდეგ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. მეწარმე სუბიექტმა, რომელსაც აქვს მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის უფლება, საოპერაციო ფართში უნდა განახორციელოს მხოლოდ ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის ოპერაციები, როგორც საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ეროვნულ ბანკში ვალუტის გადამცვლელ პუნქტად რეგისტრაციის შემდეგ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. პუნქტი უფლებამოსილია, განახორციელოს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ8“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-13-მე-15 მუხლებით საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.

5. პუნქტმა, რომელსაც აქვს ვალუტის მხოლოდ ნაღდი ფორმით გადაცვლის უფლება, არ შეიძლება განახორციელოს უნაღდო ფორმით ვალუტის გადაცვლა ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გარეშე და  პირიქით.

6. პუნქტი, რომელსაც აქვს ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლის უფლება, უფლებამოსილია საქმიანობისთვის საჭირო საბრუნავი ფულადი სახსრები მოიზიდოს მხოლოდ უშუალო მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან, ბენეფიციარი მესაკუთრისგან/მესაკუთრეებისგან (სახსრების წარმომავლობის დადასტურებით) ან/და ფინანსური ინსტიტუტებიდან. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე.

7. პუნქტის მიერ პირებისგან თანხების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ვალუტის გადაცვლის მიზნობრიობით.

8. პუნქტის რეგისტრაცია/საქმიანობის უფლება არის უვადო და მისი სხვა პირისთვის გადაცემა აკრძალულია.

9. პუნქტის რეგისტრაციით დაინტერესებული პირი,  მისი ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პარტნიორი/აქციონერი/ბენეფიციარი მესაკუთრე არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

10. ამ წესით გათვალისწინებული ნასამართლობის/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის საქართველოს ტერიტორიაზე გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 (თხუთმეტ) კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნების შემთხვევაში – 60 (სამოც) კალენდარულ დღეს.

11. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს დედნების ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების ფორმით. უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტები ასევე უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული, ამასთან, წარმოდგენილ უნდა იქნეს დოკუმენტაციის ქართულ ენაზე სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.

12. პუნქტის/ფილიალის რეგისტრაციასთან, საქმიანობის უფლებასთან ან/და მათ გაუქმებასთან დაკავშირებულ მონაცემებს და ცვლილებებს ამ მონაცემებში ეროვნული ბანკი ასახავს პუნქტების სარეგისტრაციო ელექტრონულ რეესტრში.

13. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პუნქტის მიმართ გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები (მათ შორის, ფულადი ჯარიმა