1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეგისტრაცია – ეროვნული ბანკის მიერ მეწარმე სუბიექტისთვის განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით განახორციელოს ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი ან/და უნაღდო ფორმით გადაცვლა;

ბ) პუნქტი – ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც ეროვნული და უცხოური ვალუტის გადაცვლას ახორციელებს ნაღდი ან/და უნაღდო ფორმით;

გ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი – საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკი/მიკრობანკი და ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი;

დ) ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლა – ვალუტის ყიდვის ან/და გაყიდვის ოპერაციები ნაღდი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული აპარატის მეშვეობით);

ე) ვალუტის უნაღდო ფორმით გადაცვლა -  ვალუტის ყიდვის ან/და გაყიდვის ოპერაციები უნაღდო ფორმით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიშების მეშვეობით;

ვ) ვალუტის ყიდვა – უცხოური ვალუტის შესყიდვა;

ზ) ვალუტის გაყიდვა – უცხოური ვალუტის გაყიდვა ლარზე;

თ) საკომისიო – ვალუტის გადაცვლის ოპერაციაზე დაწესებული გადასახდელი;

ი) პუნქტის ფილიალი – პუნქტის ქვედანაყოფი, რომელიც ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლას ახორციელებს პუნქტის სახელით;

კ) საყურადღებო კურსი –კურსი, რომლის დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს ან როდესაც ვალუტის შესყიდვის ან/და გაყიდვის კურსი 3%-ით ან მეტით არის გადახრილი იმ დღისთვის არსებულ სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსიდან;

ლ) ადმინისტრატორი – სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ან/და ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად პუნქტის სახელით აიღოს ვალდებულებები;

მ) დაინტერესებული პირი – ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი, რომელიც ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით პუნქტის რეგისტაციის თაობაზე;

ნ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი – მისი მმართველი ორგანოს წევრი;

ო) მნიშვნელოვანი წილი – პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული პუნქტის განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10%-ზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ პუნქტზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა პუნქტში;

პ) ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი – ახლონათესაური კავშირის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული პირველი რიგისა და მეორე რიგის მემკვიდრეები) მქონე პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფი, ან პარტნიორები/აქციონერები, რომლებიც ერთმანეთთან, გარდა პუნქტისა, სხვა კომერციული ინტერესებითაც არიან დაკავშირებული;

ჟ) განცხადებული კაპიტალი – პუნქტის პარტნიორთა/აქციონერთა მიერ დათქმული და პუნქტის წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი;

რ) განაღდებული კაპიტალი – განცხადებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი;

ს) საოპერაციო ფართი – მომხმარებლებისა და სხვა ობიექტებისაგან იზოლირებული ფართი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, სადაც პუნქტის/ფილიალის წარმომადგენლის მიერ ხორციელდება ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლა და ინახება ამ ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტები;

ტ) საანგარიშგებო პერიოდი – თვის ბოლო დღე.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

თავი II

ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლის განხორციელე