1. ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ნაღდი ფორმით. მეწარმე სუბიექტი, რომელსაც სურს განახორციელოს ოპერაციები ელექტრონული აპარატების მეშვეობით, რეგისტრაციის მიზნით მიმართავს ეროვნულ ბანკს ელექტრონული აპარატის მეშვეობით ოპერაციების განხორციელების თაობაზე განცხადებით (დანართი №1), რომელსაც თან უნდა დაერთოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია. დოკუმენტების ჩაბარების თარიღად ითვლება ეროვნული ბანკის მიერ განცხადებაზე მითითებული თარიღი.
2. მეწარმე სუბიექტს ელექტრონული აპარატების მეშვეობით ვალუტის გადაცვლის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ელექტრონულმა აპარატმა უნდა განახორციელოს საეჭვო ბანკნოტების და მონეტების ამოცნობა და არ უნდა მიიღოს ასეთი ბანკნოტები და მონეტები გადაცვლის განსახორციელებლად. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული აპარატის მეშვეობით მაინც განხორციელდა საეჭვო ბანკნოტების და მონეტების მიღება, მაშინ ელექტრონულმა აპარატმა მომხმარებელს ეკრანზე უნდა გამოუტანოს შეტყობინება, რომ მომხმარებელი დაუკავშირდეს პუნქტს. ამასთან, პუნქტმა უნდა უზრუნველყოს, რომ საეჭვო ბანკნოტების და მონეტების მიღების სანაცვლოდ არ განხორციელდეს გადაცვლა და აღნიშნული ბანკნოტები და მონეტები არ გაიცეს მომხმარებლებზე მათი გადახდის კანონიერი ძალის დადასტურებამდე;
ბ) გადაცვლის განხორციელების დროს მომხმარებელს უბეჭდავს ქვითარს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად;
გ) ელექტრონულ აპარატში დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მუდმივად და უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება ელექტრონული აპარატების ვიდეომეთვალყურეობა და შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ციფრული ინფორმაცია (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე. იმ შემთხვევაში, თუ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გათიშვის/დაზიანების ან/და სხვა ტექნიკური ხარვეზის გამო პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, პუნქტი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ პირველივე შესაძლებლობისთანავე, ელექტრონულად, პორტალის საშუალებით, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს. პუნქტი ვალდებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გაუმართაობისას ყველა ზომა მიიღოს ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად. გაუმართაობის აღმოფხვრამდე პუნქტი უფლებამოსილი არ არის გადაცვლა განახორციელოს შესაბამისი გაუმართავი ელექტრონული აპარატის მეშვეობით;
დ) გააჩნია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გადაცვლის ოპერაციების აღსარიცხად, რომელსაც გააჩნია საეჭვო/უჩვეულო/დაკავშირებული გარიგებების გამოვლენის შესაძლებლობა და რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებითა და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ე) ელექტრონულ აპარატს უნდა შეეძლოს თითოეულ განხორციელებულ ოპერაციაზე კლიენტის პასპორტების ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წაკითხვა და შესაბამისი ელექტრონული ასლის შენახვა.
3. რეგისტრაციის/საქმიანობის უფლების მიღების შემდეგ პუნქტი ვალდებულია ყოველკვარტალურად ეროვნულ ბანკს წარუდგინოს სრულყოფილი ინფორმაცია ელექტრონული აპარატების რაოდენობის და ადგილმდებარეობის შესახებ, შესაბამისი მისამართების მითითებით.
4. კლიენტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით განხორციელებული გადაცვლის ჯამური ოპერაციების მოცულობა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში). ოპერაცია უნდა განხორციელდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
5. ელექტრონული აპარატების მეშვეობით გადაცვლის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისთვის).
6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რეგისტრაციის მიზნებისთვის დამატებით მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).
7. მეწარმე სუბიექტის მიერ ელექტრონული აპარატის მეშვეობით ვალუტის გადაცვლის განხორციელების მიზნით რეგისტრაციის ან/და საქმიანობის უფლების მიღების პროცედურაზე ვრცელდება ამ წესის მე-13 და მე-14 მუხლებით გათვალისწინებული ვადებ