1. პუნქტი, რომელიც ახორციელებს ვალუტის ნაღდი ფორმით გადაცვლას, ფილიალის გახსნის მიზნით ეროვნულ ბანკს მიმართავს განცხადებით (დანართი №2). დოკუმენტების ჩაბარების თარიღად ითვლება ეროვნული ბანკის მიერ განცხადებაზე მითითებული თარიღი.

2. პუნქტის განცხადებას უნდა ერთოდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

3. ფილიალი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს.

4. ეროვნული ბანკი განცხადების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ფილიალის გახსნაზე ნებართვის გაცემის ან უარის თქმის თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პუნქტის სარეგისტრაციო ნომრით.

5. ფილიალის საქმიანობის ნებართვის/უარის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად აღინიშნება იმ პუნქტის საფირმო სახელწოდება და რეგისტრაციის ნომერი, რომლის ფილიალზეც გაიცემა ნებართვა/უარი, ფილიალის მისამართი და ნებართვის გაცემის თარიღი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება პუნქტს.

7. თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და წარმოდგენილი მონაცემების დასაზუსტებლად. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.

8. ფილიალის/ფილიალების საქმიანობაზე პასუხისმგებელია პუნქტი.

9. ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ამ წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები.

10. პუნქტის ყველა არსებული ფილიალის საქმიანობა წყდება პუნქტის რეგისტრაციის გაუქმებისას.

11. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საქმიანობის უფლება შეუწყვიტოს ცალკეულ ფილიალს.

12. ფილიალის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

13. თუ პუნქტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს პუნქტისთვის ფილიალის/ფილიალების საქმიანობის ნებართვის მიღებაზე, ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ერთი ასლი ეგზავნება პუნქტ