1. ფილიალს ხელმძღვანელობს მენეჯერი, რომელსაც, მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.
2. ფილიალის მენეჯერი პასუხისმგებელია ფილიალის ფუნქციების შესრულებაზე და ფილიალის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
3. ფილიალის მენეჯერს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები და თანაშემწე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.
4. ფილილის მენეჯერის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ფილიალის მენეჯერის მოადგილე (ასეთი არსებობის შემთხვევაში) ან აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომელი.
5. ფილიალის მენეჯერის ფუნქციები:
ა) ფილიალის საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
ბ) ფილიალის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, ფილიალის საქმიანობის გაუმჯობესების გზების ძიება და წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
გ) ადამიანური რესურსის საჭიროების განსაზღვრა, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება და კანდიდატთა შერჩევის პროცესში ჩართულობა;
დ) ფილიალში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და აღნიშნულის შესახებ შესაბამისი სამსახურ(ებ)ის დროული ინფორმირება;
ე) დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის მოვალეობების გადანაწილება და მათ მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კონტროლი;
ვ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებ