ფილიალის ფუნქციებია:

ა)  უფლებამოსილების ფარგლებში იუსტიციის სახლის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადების მიღება (მათ შორის, ზეპირად ან წერილობით მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში განცხადების ფორმის შევსება) და რეგისტრაცია;

ბ) იუსტიციის სახლის სახელზე შემოსული  კორესპონდენციის მიღება და რეგისტრაცია;

გ) მიღებული განცხადებისა და კორესპონდენციის შესაბამისი ორგანოსთვის მიწოდება ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით;

დ) უფლებამოსილ პირთათვის შესაბამისი ორგანოს მიერ გასაცემი დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილების  გადაცემა, მათ შორის ფოსტის მეშვეობით გაგზავნა;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლისათვის ინფორმაციის გადაცემა და  კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;

ვ) კანონმდებლობით და აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებ