სამსახურის ფუნქციებია:
ა) იუსტიციის სახლში არსებული საქმისწარმოების პროცესის ორგანიზება;
ბ) შემოსული და შექმნილი დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის დროულად მიწოდება;
გ) საიდუმლო საქმისწარმოების პროცესის წარმართვა და ორგანიზება;
დ) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივირება;
ე) საქმისწარმოების პროცესის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ვ) ელექტრონული ან მატერიალური სახით შემოსული კორესპოდენციის რეგისტრაცია, კლასიფიცირება და სარეზოლუციო ადრესატისათვის გადაგზავნა დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) ელექტრონულ დოკუმენტბრუნვის სისტემაში არსებული კორესპოდენციის მატერიალური ფორმით დაინტერესებული პირებისათვის გაცემა;
თ) საფოსტო რეესტრის წარმოება ელექტრონული და მატერიალური ფორმით;
ი) იუსტიციის სახლში გამოსაყენებელი დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების შემუშავება და ადმინისტრირებ