სამსახურის ფუნქციებია:
ა) ბრენდის –
„იუსტიციის სახლი“ განვითარებაზე ზრუნვა;
ბ) ბრენდის –
„იუსტიციის სახლი“ განვითარების მიზნით იდეების გენერირება, ანალიზი, კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
გ) იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის მართვა;
დ) ბრენდის –
„იუსტიციის სახლი“ მახასიათებლების შესახებ თანამშრომელთა ინფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;
ე) მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;
ვ) იუსტიციის სახლის ბრენდისთვის საზიანო ფაქტებსა და მოვლენებზე დაუყოვნებლივ რეაგირება;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის საჭიროებების განსაზღვრა და განხორციელების ორგანიზება, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომელთა კომუნიკაციის ფორმების და შინაარსის შესახებ მითითებების შემუშვება და თანამშრომელთა ინფორმირების უზრუნველყოფა;
ი) იუსტიციის სახლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და რეაგირებ