1. ფილიალი მომხმარებლების მომსახურებას ახორციელებს საკონსულტაციო სივრცის, სწრაფი მომსახურების სივრცის/სივრცეების და ხანგრძლივი მომსახურების სივრცის/სივრცეების მეშვეობით.
2. საკონსულტაციო სივრცეში შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება იუსტიციის სახლის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით მომხმარებლისათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა და მისი შესაბამის სივრცეში გადამისამართება.
3. საკონსულტაციო სივრცეში მომსახურების მიწოდება ხორციელდება სივრცის კონსულტანტების მეშვეობით. საკონსულტაციო სივრცეს შესაძლებელია ხელმძღვანელობდეს სექტორის კოორდინატორი.
4. სწრაფი მომსახურების სივრცეში ხორციელდება მომხმარებლებისათვის მზა დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილებების გადაცემა/გაცნობა. აღმასრულებელი დირექტორის ან ფილიალის მენეჯერის გადაწყვეტილებით, სწრაფი მომსახურების უზრუნველსაყოფად, სწრაფი მომსახურების სივრცეში შესაძლებელია განხორციელდეს კონკრეტული სახის განაცხადების მიღებაც.
5. სწრაფი მომსახურების სივრცეში მომსახურების მიწოდება ხორციელდება სწრაფი სივრცის ოპერატორების მიერ. სწრაფი მომსახურების სივრცეს შესაძლებელია ხელმძღვანელობდეს სივრცის კოორდინატორი.
6. ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში ხორციელდება უფლებამოსილების ფარგლებში იუსტიციის სახლის მიერ გასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებული განცხადების მიღება, რეგისტრაცია და არსებულ სერვისებზე მომხმარებელთათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა. აღმასრულებელი დირექტორის ან ფილიალის მენეჯერის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლში სწრაფი მომსახურების უზრუნველსაყოფად, ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში შესაძლებელია მზა დოკუმენტების ან/და მიღებული გადაწყვეტილებების გადაცემა/გაცნობა.
7. ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში მომსახურების მიწოდება ხორციელდება ხანგრძლივი სივრცის ოპერატორების მიერ. ხანგრძლივი მომსახურების სივრცეს შესაძლებელია ხელმძღვანელობდეს სივრცის კოორდინატორი.
8. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მომხმარებელთა ნაკადის, თანამშრომელთა ოდენობის, მომსახურების მიწოდების დროის, გაწეული კონსულტაციების და ოპერატორების მიერ მიღებული განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ფილიალში შეიქმნას სექტორი. სექტორი არის არანაკლებ სამი მომსახურების სივრცის გაერთიანება, რომელსაც ხელმძღვანელობს სექტორის კოორდინატორ