სამსახურის ფუნქციებია:
ა) იუსტიციის სახლის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და ექსპერტიზა და ვიზირება;
გ) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;
დ) სასამართლო დავებზე იუსტიციის სახლის წარმომადგენლობა;
ე) იუსტიციის სახლის სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა შრომითი ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) მომზადება და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება;
ვ) იუსტიციის სახლის სახელით დასადები სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების და შრომითი ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;
ზ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით შესამუშავებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი მიღების პროცესში ჩართულობა;
თ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობის და სამსახურების დროული ინფორმირება;
ი) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
კ) მოთხოვნის შემთხვევაში იუსტიციის სახლში მიღებული ან მისაღები გადაწყვეტილებების სამართლებრივი ანალიზ