1. შიდა აუდიტის სამსახური ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ აღმასრულებელი დირექტორის წინაშე. აღმასრულებელი დირექტორის მიერ შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშებზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე რეაგირება ემსახურება მართვის ეფექტიანობისა და ეფექტურობის მიზნის მიღწევას. დაუშვებელია შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება საქმიანობის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების ნებისმიერ ეტაპზე.
2. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს იუსტიციის სახლში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი და საქმიანობის სფერო. იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტის სამსახურთან და უზრუნველყონ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება.
3. სამსახურის ფუნქციებია:
ა) იუსტიციის სახლის სამსახურების და ფილიალების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან და მოქმედ სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება/მონიტორინგი;
ბ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგი;
გ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული პროექტების განხორციელების მონიტორინგი;
დ) იუსტიციის სახლში მიმდინარე პროცესების და საქმიანობის სფეროების აუდიტის და მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშების მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა;
ე) სამსახურში შემოსული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დარღვევების ფაქტებზე სატელეფონო შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება;
ვ) იუსტიციის სახლში სამართალდარღვევის, დისციპლინური გადაცდომის ან/და იუსტიციის სახლის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ ცნობებთან (განცხადება, წერილი, საჩივარი, შეტყობინება, სხვა ინფორმაცია ან ფაქტი) დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, დასკვნის მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისათვის წარდგენა;
ზ) იუსტიციის სახლის თანამშრომელთა სამსახურებრივი დისციპლინის შემოწმება, გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და პრევენციული წინადადებების შემუშავება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა;
თ) იუსტიციის სახლში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ი) სამსახურის საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშების მომზადება და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენა;
კ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს იუსტიციის სახლის მიზნებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობა