1. მიზნების მისაღწევად და ფუნქციების შესასრულებლად იუსტიციის სახლს აქვს ქონება, რომელიც ფორმირდება კანონმდებლობის შესაბამისად.
2. იუსტიციის სახლის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება იუსტიციის სახლის ბალანსზე.
3. იუსტიციის სახლის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან/მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავალი;
გ) კრედიტები და გრანტები;
დ) შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებ