1. აკადემიას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნია დამოუკიდებელი ქონება, რომელიც გამოიყენება აკადემიის მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად.
2. აკადემიის ქონება შედგება:
ა) სახელმწიფოს/სამინისტროს მიერ გადაცემული ქონებისაგან;
ბ) საბიუჯეტო, სამინისტროს მიერ გადაცემული ან საკუთარი საქმიანობის შედეგად შეძენილი ქონებისაგან;
გ) გრანტებითა და შემოწირულობებით მიღებული ქონებისაგან;
დ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული ქონებისაგან.
3. აკადემიის ქონება აღირიცხება მის ბალანსზე და ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვასა და კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. აკადემია ვალდებულია უზრუნველყოს ქონების მიზნობრივი, ეფექტიანი და რაციონალური გამოყენებ