1. ცენტრის ქონება არის ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქონება.
2. ცენტრის ქონება შედგება:
ა) საკუთარი შემოსულობით შეძენილი ქონებისგან;
ბ) სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებით შეძენილი ქონებისგან;
გ) სახელმწიფოს მიერ სარგებლობაში გადაცემული ქონებისაგან,3. ცენტრის ქონების განკარგვა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულების შედეგად მიღებული შემოსავალი;
გ) გრანტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები;
ე) საქველმოქმედო შემოწირულობები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
5. მიღებული შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. სხვა მიზნით მათი გამოყენება აკრძალულია.
6. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
7. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორ