საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნცქიებია:

ა) საწარმოო შეკვეთების განთავსებისა და წარმოებული პროდუქციის მიწოდების კოორდინირება;

ბ) პარტნიორებთან საჭიროებების იდენტიფიკაციაზე მუშაობა და შესაბამისი პროდუქტების წარმოების  რეკომენდაცია;

გ) ორგანიზაციის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება;

დ) მარკეტინგული კვლევების დაგეგმვა და განხორციელება, ორგანიზაციის ბრენდის მართვა და მის იმიჯზე ზრუნვა;

ე) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა და მისი მონიტორინგი, ორგანიზაციის შიგნით ინიცირებულ ღონისძიებებზე საინფორმაციო მასალების მომზადება და გავრცელება ოფიციალური მასმედიის საშუალებებით; ცენტრის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვისა და მისი განხორციელების პროცესში ჩართვა;

ვ) ცენტრის საპროტოკოლო ღონისძიებების დაგეგმვა და უზრუნველყოფა; ორგანიზაციის თანამშრომელთა სავიზო მომსახურების ორგანიზება;

ზ) ორგანიზაციის მიერ დამკვეთისთვის მიწოდებული პროდუქციის ეფექტური და უსაფრთხო ექსპლუატაციის სამუშაოთა კოორდინაცია და პროდუქციის მიწოდების შემდგომი საგარანტიო მომსახურება, აგრეთვე ტექნიკური მომსახურება.

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელებ