ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი პოლიტიკის პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავება/განსაზღვრა;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განმსაზღვრელი კონცეპტუალური და მარეგულირებელი დოკუმენტაციის შემუშავება;

გ) შეფასების, მოტივაციის, ანგარიშგებისა და წახალისების სისტემების შემუშავება და მართვა;

დ) ცენტრის სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალურად გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში, ცენტრის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება;

ზ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო დოკუმენტაციის მომზადება;

თ) ცენტრის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან  დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა/განხორციელება;

ი) მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადება/ განახლება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა;

კ) ცენტრის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციის ჩატარების ორგანიზება/განხორციელება;

ლ) დადგენილი წესის შესაბამისად, ცენტრის არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზება;

მ) მოსამსახურეთა სტაბილურობის, მოძრაობის და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შემუშავება, პერიოდული ანალიზი, შეფასება;

ნ) სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია/უზრუნველყოფა;

ო) ცენტრის შინაგანაწესის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

პ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება;

რ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელებ