საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:
ა) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა ცენტრში;
ბ) ცენტრში საქმიანობის ეფექტურობის ამაღლება საინფორმაციო ნაკადების ოპტიმიზაციის საშუალებით;
გ) ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესების კვლევა მათი ფორმალიზაციის შესაძლებლობების თვალსაზრისით;
დ) ინფორმაციის დამუშავების ტექნოლოგიური სქემების დაპროექტება და რეალიზაცია პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და დანერგვის გზით;
ე) კომპიუტერული ტექნიკის და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ვ) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და სამინისტროს პერსონალის ინტერნეტ რესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა;
ზ) ცენტრში ხელმძღვანელობის ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების შესახებ. რეკომენდაციების შემუშავება ახალი ტექნოლოგიების ცენტრში დანერგვასთან დაკავშირებით;
თ) ორგანიზაციის მოთხოვნების მიხედვით აუცილებელი საინფომრაციო ტექნოლოგიების სერვისების დანერგვა და მათი მუდმივი განვითარება;
ი) საინფომრაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
კ) სწრაფი და ეფექტური პროგრამული გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა;
ლ) ცენტრის შესაბამისი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროგრამული გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფა;
მ) ცენტრის მომხმარებლების მაღალი ხარისხის პროდუქტით უზრუნველყოფა მაქსიმალურად მოკლე ვადებში;
ნ) მიღებული ტექნიკური დავალების გაანალიზება და დამუშავება;
ო) ტექნიკური დავალების შესრულება;
პ) მიღებული პროდუქტის გამოცდა (ტესტირება);
ჟ) პროდუქტის ინსტრუქციების შემუშავება მომხმარებლებისთვის და ტრენინგების
პროდუქტის დანერგვა;
რ) ცენტრის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ახალი იდეების დამუშავება და მათი შესრულება პროგრამული უზრუნველყოფის სახით;
ს) პროგრამის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებების გასატარებლად მართვის უზრუნველყოფა და დავალებათა გაცემა;
ტ) პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპერაციული მართვის დეპარტამენთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში პროექტების განხორციელების უზრუნველსაყოფად კადრების მოზიდვა;
უ) სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით, ამოცანების დასახვა, გეგმების შემუშავება და დასახული ამოცანების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ფ) დასრულებული პროექტებისათვის საჭირო სერვისების განხორციელების ინტენსიურობის კონტროლი;
ქ) მოზიდული კადრების მომზადებისა და ტრეინინგის უზრუნველყოფა;
ღ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელებ