ფინანსებისა და დაგეგმარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ცენტრის მიერ გასატარებელი საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესწავლა და ცენტრის ფინანსური პოლიტიკის შემუშავება;
ბ) ცენტრის პრიორიტეტებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნების საფუძველზე ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და შესაბამის უწყებებში განსახილველად წარდგენა;
გ) ცენტრის დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური გაწერა;
დ) ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფინანსური უზრუნველყოფა;
ე) ცენტრის დამტკიცებული ბიუჯეტის აღსრულება;
ვ) ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით ფინანსური უზრუნველყოფის სისტემის შემუშავება და ცენტრალიზებული წესით, ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რეკვიზიტების მიხედვით ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
ზ) სახაზინო და საბანკო ოპერაციების წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) დაწესებულ ვადებში ცენტრის საფინანსო ანგარიშგების გამოთხოვა, განხილვა, ნაერთი ბალანსის შედგენა და წარდგენა;
ი) ეკონომიკური და ფინანსური ანალიზის, საბიუჯეტო სახსრებისა და სტრატეგიული დაგეგმარების უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში;
კ) საერთაშორისო სტანდარტებით საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ლ) ფულადი საშუალებების, მასალების, ძირითადი ფონდებისა და სხვადასხვა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა;
მ) არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა;
ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელებ