1. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ფინანსებისა და დაგეგმარების დეპარტამენტი;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;
გ) ლოგისტიკის დეპარტამენტი;
დ) პროექტების მართვის დეპარტამენტი;
ე) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ვ) საოპერაციო მართვის დეპარტამენტი;
ზ) შიდა აუდიტის და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;
თ) საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი;
ი) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
კ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი;
ლ) ძირითადი წარმოების დეპარტამენტი;
მ) სპეცქიმიის, უტილიზაციისა და ეკოლოგიის დეპარტამენტი;
ნ) სამართლებრივი უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;
ო) არასაიდუმლო საქმისწარმოების და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის მთავარი სამმართველო;
პ) ნატოს სტანდარტიზაციის სამმართველო;
ჟ) ტექნოლოგიის სამმართველო.
2. ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი. სტრუქტურულ ქვედანაყოფის მნიშვნელობიდან და მის მიმართ დასახული ამოცანებიდან გამომდინარე, გენერალურ დირექტორს უფლება აქვს შეითავსოს სტრუქტურულ ქვედანაყოფის უფროსის თანამდებობა გენერალური დირექტორის ბრძანებით.
3. ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში იქმნება ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთეულები.
4. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებას ამტკიცებს გენერალური დირექტორ