1.  ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაცია;

ა.ა)  ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;

ა.ბ) საქმისწარმოების სამმართველო;

ბ)   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

გ)  შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

დ)  საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;

ე)  იურიდიული დეპარტამენტი;

ვ)  სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;

ზ)  ლოჯისტიკის დეპარტამენტი;

თ)  უსაფრთხოების დეპარტამენტი;

ი) საკონსტრუქტორო დიზაინის კვლევების და განვითარების დეპარტამენტი;

კ) უტილიზაციის და სპეცმომსახურების დეპარტამენტი;

ლ)  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტი;

მ) შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი;

ნ) ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;

ო) საინჟინრო და ტექნოლოგიური პროცესების დეპარტამენტი;

პ)  პროექტების მართვის  დეპარტამენტი;

ჟ) კომუნიკაციების და პროტოკოლის სამსახური;

რ) I საწარმო;

ს) II საწარმო;

ტ) III საწარმო;

უ) IV საწარმო;

ფ) V საწარმო.

2. ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი. სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართ დასახული ამოცანებიდან გამომდინარე, გენერალურ დირექტორს უფლება აქვს შეითავსოს ან თავის პირველ მოადგილეს/მოადგილეს შეუთავსოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ვაკანტური თანამდებობა.

3. ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში იქმნება ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთეულები, რომლებიც განისაზღვრება ცენტრის საშტატო განრიგით.

4. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფის/მისი ერთეულის დებულებას, სამუშაო ინსტრუქციას ან/და სხვა შესაბამის აქტებს ამტკიცებს გენერალური დირექტორ