1. ცენტრის განვითარების მიმართულებებს, სამუშაო გეგმებს, წლიური ბიუჯეტის პროექტს და/ან მათში შესატან ცვლილებებსა და ანგარიშებს ამტკიცებს ცენტრის გენერალური დირექტორი (შემდგომში – გენერალური დირექტორი) მინისტრთან შეთანხმებით.

2. ცენტრს უშუალოდ და ერთპიროვნულად მართავს გენერალური დირექტორი, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით. გენერალური დირექტორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად.

3. გენერალური დირექტორი:

ა) ასრულებს ცენტრის წარმომადგენლობით ფუნქციას და პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის სწორი წარმართვისათვის;

ბ)  მართავს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ფუნქციებსა და საკურატორო სფეროებს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს, სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოსამსახურეებს შორის;

დ) წარმოადგენს ცენტრს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ცენტრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს ცენტრის ქონებასა და ფინანსურ სახსრებს, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს წარმომადგენლობით მინდობილობებს, ხსნის ანგარიშებს ბანკში, ასრულებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფუნქციებს;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, მოადგილეებს, სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსებსა და სხვა მოსამსახურეებს (მათ შორის, ახორციელებს შრომითი ხელშეკრულებების დადებას, შრომითი ურთიერთობის შეჩერებას და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას);

ვ) ახორციელებს ცენტრის მოსამსახურეების, მივლინებაში/შვებულებაში გაშვებას, წყვეტს მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;

ზ) პასუხს აგებს ცენტრის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ გამოყენებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ი) ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს  სამინისტროსთან შეთანხმებით;

კ) ახორციელებს თანამდებობრივი სარგოს კატეგორიების მინიჭებას თანამდებობის დაკავებისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნების, მოსამსახურის კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევების, მუშაობის გამოცდილების და შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგების მიხედვით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ლ) პასუხისმგებელია ცენტრის ამოცანების შესრულებაზე, საქმიანობაში სახელმწიფო საიდუმლოების სათანადო რეჟიმის უზრუნველყოფაზე;

მ) სპეციალური დავალებების შესასრულებლად, უფლებამოსილია ცენტრში შექმნას დროებითი მიზნობრივი ჯგუფები და ამ ჯგუფებში სამუშაოდ მოიწვიოს სპეციალისტები, დადგენილი წესით;

ნ) უფლებამოსილია ცენტრში დასაქმებულ პირებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დააწესოს სახელფასო დანამატი საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე, 28-ე და 30-ე მუხლებით განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის, რომელიც დაკავშირებულია ცენტრის ან/და სამინისტროს საქმიანობასთან;

ო) უფლებამოსილია ცენტრის ბიუჯეტის ფარგლებში, მოსამსახურეებისთვის განსაზღვროს საათობრივი ან ნორმირებული ანაზღაურება, ხოლო შტატგარეშე მომუშავე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე ნორმირებული, საათობრივი, ნამუშევარი საათების შესაბამისი ან შესრულებული სამუშაოების შესაბამისი ანაზღაურება, კანონმდებლობის შესაბამისად;

პ) სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილია განსაზღვროს მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისათვის და დანამატებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები;

ჟ) მინისტრთან შეთანხმებით უფლებამოსილია განახორციელოს ცენტრის სამოქალაქო პერსონალისათვის ერთჯერადი დახმარების გაცემა, ცენტრისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში;

რ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს, ცენტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ცენტრის საკუთარი შემოსავლების ფარგლებში დაფინანსების შესახებ;

ს) ახორციელებს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. გენერალური დირექტორის მივლინებაში წარგზავნა და შვებულებაში გაშვება ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.

5. გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება საშტატო ნუსხით.

6. გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

7. გენერალურ დირექტორს უფლება აქვს განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება პირველი მოადგილისთვის ან/და მოადგილისთვი