1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად უძღვება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.
4. დირექტორი:
ა) ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მართვას, მოქმედებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სახელით და წარმოადგენს მას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სახელით;
ბ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სახსრებსა და ქონებას;
დ) ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სტრუქტურული ერთეულებისა და მოსამსახურეების საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მოსამსახურეებს;
ვ) აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) ანაწილებს მოვალეობებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ, აკონტროლებს მომსახურეთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მოსამსახურეების მიმართ განსაზღვრავს/გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;
კ) კანონმდებლობის შესაბამისად ხელს აწერს ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს;
ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;
მ) სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ბიუჯეტს;
ნ) მინისტრსა და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
ო) განსაზღვრავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შინაგანაწესს;
პ) ამტკიცებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციებს;
ჟ) ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
5. დირექტორი უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში შექმნას კომისია.
6. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც, (რომლებსაც) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე (თანამდებობებზე) ნიშნავს და თანამდებობიდან (თანამდებობებიდან) ათავისუფლებს დირექტორი.
7. დირექტორი ანიჭებს მოადგილეს (მოადგილეებს) უფლებამოსილებებს და ფუნქციებს, ასევე განსაზღვრავს მათ საკურატორო სფეროებს.
8. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, მისივე ბრძანებით, ასრულებს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო, დირექტორის მოადგილის (მოადგილეების) არყოფნის შემთხვევაში, ასევე, დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული მოსამსახურ