1. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების სამმართველო:
ა) ორგანიზებას უწევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მოსამსახურეთათვის შესაბამისი პროგრამის შეძენას და ინსტალაციას;
ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ ინიცირებული პროექტების პროგრამულ-ტექნიკურ მხარდაჭერასა და განვითარებას;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ტექნოლოგიების დანერგვას და განვითარებას;
დ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ძირითადი სისტემისა და სატელეფონო კავშირის პროგრამულ დანერგვასა და განვითარებას;
ე) უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფების შექმნას, გამართულ მუშაობას, გაუმართაობის შემთხვევაში ხარვეზის დროულ აღმოფხვრას;
ვ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ქსელური მოწყობილობის მართვას;
ზ) უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების ერთიან მართვას, პროექტების შემუშავებას და განხორციელებას ბაზების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით;
თ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ადმინისტრაციული შენობებისა და სპეციალურად დაცული (საჯარიმო) სადგომის ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარების მიზნით, უზრუნველყოფს თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო მოწყობილობების მოძიებას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ში დანერგვას;
ი) პოლიციის საჭიროებებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაგეგმვას, ავტომატური ფოტო (რადარი) და ვიდეოტექნიკის დამონტაჟება/განთავსებას და ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ჩართვას;
კ) უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით ვიდეომეთვალყურეობის ერთიანი ქსელის, სასერვეროების და ქსელში ჩართული კამერების გამართულ ფუნქციონირებას კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იყენებს სხვის მფლობელობაში არსებულ/დამონტაჟებულ ავტომატურ ფოტო (რადარი) და ვიდეოტექნიკას;
მ) უზრუნველყოფს ერთიან რეესტრს სამინისტროს ქსელში ჩართული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ფარგლებში კამერების განთავსების ადგილებისა და რაოდენობის შესახებ;
ნ) კონსულტაციას უწევს სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს კამერების ტიპის, შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების და მის გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
ო) ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ტექნიკური მოწყობილობების გამართულ მუშაობას, გაუმართაობის შემთხვევაში ხარვეზის დროულ აღმოფხვრას;
პ) ახორციელებს ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დაგეგმვას და დამანოტაჟება/განთავსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჟ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. ტექნიკური დახმარების განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“-„პ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება