1. ლიცენზირებული დაწესებულებების შემოწმების სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლს, დაცვითი ორგანიზაციისა და მცველის მიერ „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვის შემოწმებას და ამ მოთხოვნების დარღვევისათვის, კერძო დაცვითი ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას;
ბ) ახორციელებს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მცველის მოწმობის დამზადებასა და გაცემას, რომლის ღირებულება შეადგენს 15 ლარს;
გ) უზრუნველყოფს კერძო დავით საქმიანობასთან დაკავშირებით შეტყობინებების მიღებას ელექტრონული პორტალის საშუალებით და პორტალის გამართულ ფუნქციონირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების და მათ დამონტაჟება-ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;
ე) შეიმუშავებს ლიცენზირებადი დაწესებულებების შემოწმების გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სტატისტიკას;
ზ) ლიცენზირებადი დაწესებულებების განცხადებების მიღება-დამუშავება და ინფორმაციის გაცემა ხორციელდება ელექტრონული პორტალის მეშვეობით;
თ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. კერძო დაცვითი საქმიანობის შემოწმების განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. ლიცენზირებული დაწესებულებების შემოწმების განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ზ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება