1. ვიდეომეთვალყურეობისა და ელექტრონული მონიტორინგის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ან დანაშაულის მცდელობის ფაქტის დაფიქსირებას შემდგომი რეაგირების მიზნით;
ბ) ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით ახორციელებს ძებნილი პირებისა და ავტომობილების აღმოჩენას;
გ) უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის შედეგად ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დაფიქსირებას და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების მიზნით, შესაბამისი დანაყოფისათვის ინფორმაციის გადაცემას;
დ) ახორციელებს ვიდეომეთვალყურეობის პროცესში სპეციალური ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით გამოვლენილი შესაძლო მართლსაწინაააღმდეგო ან/და სხვა საფრთხის შემცველი შემთხვევის შესახებ სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისა და უფლებამოსილი ორგანოებისათვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას;
ე) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსულ შეტყობინებებსა და ვიდეომეთვალყურეობის პროცესში სპეციალური ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით გამოვლენილი შესაძლო მართლსაწინაააღმდეგო ან/და სხვა საფრთხის შემცველი შემთხვევის შესახებ სამინისტროს დანაყოფებისა და შესაბამისი უწყებების მიერ რეაგირების ღონისძიებების აღრიცხვა, ანალიზი და საოპერაციო ანალიტიკის განხორციელება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებისას, შესაბამის დანაყოფებს შორის კოორდინირებულ მუშაობას;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, ახდენს ინციდენტზე მორეაგირე დანაყოფებისათვის დანიშნულების ადგილზე მისვლამდე აუცილებელი პირველადი და სიტუაციური ინფორმაციის მიწოდებას და მათ შემდგომ უწყვეტ ანალიტიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს მასშტაბური ღონისძიების, ოპერაციისა და კრიზისული ვითარების დროს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების საინფორმაციო-ანალიტიკურ მხარდაჭერას;
ი) უზრუნველყოფს 24-საათიან ელექტრონულ ზედამხედველობას ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით და სათანადო ინსტრუქციით გათვალისწინებულ ინფორმაციას გადასცემს შესაბამის სუბიექტებს;
კ) უზრუნველყოფს ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგს;
ლ) უზრუნველყოფს შესაბამისი დაანაყოფებისათვის ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად საჭირო ინსტრუქტაჟის ჩატარებას;
მ) ახორციელებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ვიდეომეთვალყურეობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„თ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. ელექტრონული მონიტორინგის განყოფილება უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„ლ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება