1. ვიდეომეთვალყურეობის გაცნობა და მონიტორინგი ხორციელდება მთავარი სამმართველოს მონიტორინგის დანაყოფის მიერ საამისოდ დაცულ ოთახში.
2. ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებისას ინფორმაციის ჩაწერა მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში. გადაღებული მასალა ინახება არანაკლებ 30 კალენდარული დღისა, რა დროსაც ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერების შევსებისას ხორციელდება ახალი ინფორმაციის ჩაწერა ამავე მოწყობილობის მეხსიერებაზე არსებული ინფორმაციის წაშლის/განადგურების შედეგად.
3. მთავარი სამმართველო უფლებამოსილია, ვიდეომეთვალყურეობის ჩანაწერი დააარქივოს, შეინახოს და გაანადგუროს დადგენილი წესით.
4. დაცულ ოთახში შესვლის/ყოფნის უფლება აქვს:
ა) სამსახურის უფროსს;
ბ) მთავარი სამმართველოს კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს;
გ) მთავარი სამმართველოს უფროსს;
დ) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეებს;
ე) მთავარი სამმართველოს მონიტორინგის დანაყოფის მოსამსახურეებს;
ვ) სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, მთავარი სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე სხვა პირს, ადამიანის უფლებათა დაცვის ინტერესებიდან ან სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე.
5. აკრძალულია მონიტორინგის დანაყოფის დაცულ ოთახში ფოტო/ვიდეო/აუდიოგადაღება/ჩაწერა სამსახურის უფროსის წერილობითი თანხმობის გარეშე.
6. მონიტორინგის დანაყოფის დაცულ ოთახში მობილური ტელეფონის შეტანის უფლება აქვთ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, აგრეთვე სამსახურის უფროსის წერილობითი თანხმობით – სხვა პირებს.
7. გადაღებული მასალის გაცნობა და გადაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ვიდეომეთვალყურეობის მოწყობილობაზე აკრძალულია ნებისმიერი ელექტრონული აპარატის მიერთება სამსახურის უფროსის წერილობითი თანხმობის გარეშე.
9. სამართალწარმოების ჩატარების მიზნით გადაღებული მასალის დაარქივება ხორციელდება შემდეგი შემთხვევის/გარემოების აღმოჩენისას:
ა) სამართალდარღვევა, მათ შორის, სავარაუდო დანაშაულის ფაქტები;
ბ) მოთავსებული პირის გარდაცვალება;
გ) ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტები;
დ) მოთავსებული პირის მხრიდან თვითდაზიანების ან/და სუიციდის მცდელობის შემთხვევები;
ე) სხვა შემთხვევებში მთავარი სამმართველოს უფროსის ან მისი მოადგილის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
10. დაარქივებული მასალა ინახება მთავარ სამმართველოში, მონიტორინგის დანაყოფის საამისოდ დაცულ ოთახში, რის თაობაზეც დგება გადაღებული მასალის დაარქივების ოქმი, რომელსაც ადგენს მთავარი სამმართველოს მონიტორინგის დანაყოფის უფროსი ან მისი მოადგილე. გადაღებული მასალის დაარქივების ოქმს აგრეთვე დაერთვება გადაწყვეტილება, რომლითაც განხორციელდა გადაღებული მასალის დაარქივება.
11. დაარქივებული მასალის, მათ შორის, ფრაგმენტის გადმოწერის (მოხსნა და ფიქსაცია) თაობაზე გადაწყვეტილებას წერილობით იღებს მთავარი სამმართველოს უფროსი კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის თანხმობით.
12. დაარქივებული მასალა ინახება იმ სამართალწარმოების დასრულებიდან ან სხვა შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით, რომლის გამოც განხორციელდა აღნიშნული მასალის დაარქივება. შესაბამის ბაზაში შენახული დაარქივებული მასალა ნადგურდება ამ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში საამისოდ შექმნილი კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობასაც ბრძანებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
13. შენახული დაარქივებული მასალა კომისიის მიერ უნდა განადგურდეს ელექტრონული ფაილების შემთხვევაში – სისტემიდან მათი სრული წაშლით, ხოლო მატერიალური სახით არსებობის შემთხვევაში – მათი დაწვით, დაჭრით ან სხვა ფორმით, რაც შეუძლებელს გახდის მომავალში მისი აღდგენის შესაძლებლობას.
14. განადგურების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება განადგურებული მასალის მოცულობა, განადგურების დრო, ადგილი, ფორმა და სხვა მონაცემებ