1. ობიექტებს, რომელთაც აქვთ საერთო შესასვლელი ან რომელთა შესასვლელები განლაგებულია გზის ერთსა და იმავე ნაწილზე/მონაკვეთზე ერთმანეთის გვერდით, არაუმეტეს 10 მეტრის დაშორებით, შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაამონტაჟონ საერთო გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ქონა არცერთ ობიექტს არ ათავისუფლებს  ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობისგან.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების გაფორმების ვალდებულება არ წარმოიშობა იმ შემთხვევებში, როდესაც ობიექტების მესაკუთრე ან/და მართლზომიერი მფლობელი ერთი და იგივე პირი