1. ობიექტი ვალდებულია დარეგისტრირდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის პორტალზე – www.camera.mia.gov.ge (შემდგომ – პორტალი).

2. რეგისტრაციისას ობიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი:

ა) ავსებს შემდეგ მონაცემებს:

ა.ა) ობიექტის დასახელებას, სამართლებრივ ფორმას, საიდენტიფიკაციო კოდს, ობიექტის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს;

ა.ბ) განმცხადებლის სახელს და გვარს, პირად ნომერს, საცხოვრებელ მისამართს რეგისტრაციის მიხედვით და საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ) ტვირთავს ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ავსებს შესაბამის ველებს და ტვირთავს დოკუმენტაციას ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან დაკავშირები